,,მწვანე’’ წარმოების კონცეფცია მოიცავს განახლებადი რესურსების გამოყენებას, საწარმოო ნარჩენებისა და ენერგო რესურსების მოხმარების შემცირებას.
თანამედროვე სასურსათო ტექნოლოგიები ყოველწლიურად მოითხოვს მდგრადი მეთოდების დანერგვას. მაგალითად: ერთდროულად გაყინვა და შრობა, მაღალი ტემპერატურისა და ნაკლები დროის გამოყენება თერმული დამუშავების დროს, კოფეინის გამოცალკევება, ასეპტიკური შეფუთვა და სურსათის დასხივებით დამუშავება.
ეთილენი კომერციულად ხილ-ბოსტნეულის მოსამწიფებელ აგენტად გამოიყენება, ინოვაციური მეთოდები გვთავაზობენ ხილის ზედაპირულ დამუშავებას სხვადასხვა საკვები ინგრედიენტებით (მაგალითად სხვადასხვა წარმოშობის ცვილით). მოცემული მეთოდი აუმჯობესებს სურსათის ხარისხულ მაჩვენებლებს, ზრდის პროდუქტის ვადას, უნარჩუნებს სასაქონლო სახესა და მაღალ კვებით ღირებულებას.
ჯანმრთელობისთვისა და გარემოსთვის მავნე ქიმიკატებისა და კონსერვანტების თავიდან აცილების ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას მეტად ბუნებრივი მიდგომა გამოვიყენოთ.
სანიმუშო კომპანიები :
BIOVERITAS - მცენარეული სურსათის წარმოებისთვის დამახასიათებელი ნარჩენების გადამუშავება მიკროორგანიზმების მეშვეობით;
აშშ-ში დაფუძნებული სტარტაპი Bioveritas ფოკუსირებულია კვების მრეწველობის არასაკმარისად გამოყენებული მცენარეული სუბპროდუქტების გადამუშავებაზე. კომპანიის პირველადი პროცესი მოიცავს ამ სუბპროდუქტების გარდაქმნას მოკლე და საშუალო ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებად. ეს გარდაქმნა მიიღწევა მიკროორგანიზმების თვითრეგულირებადი ბუნებრივი ეკოსისტემის მეშვეობით. ეს მიკრობული კონსორციუმი ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც დაფიქსირდა მცოცავი ცხოველების მომნელებელ ტრაქტში, სადაც ორგანული მჟავები წარმოიქმნება სასარგებლო მიკროორგანიზმების მიერ ფერმენტაციის გზით.
კომპანია იყენებს თავისებურ პროცესს. ეს უკანასკნელი მოიცავს მოდიფიცირებულ ანაერობულ მონელებას, რომლის დროსაც არ გამოყიოფა მეთანი. BioVeritas უზრუნველყოფს ორგანული მჟავების აღდგენას ეკოლოგიურად სუფთა გზით, ნავთობპროდუქტების ჩარევის გარეშე.
კომპანიის ვებ-გვერდი - https://www.bioveritas.com/technology
LIVA BIO PROTECTION TECHNOLOGIES - ბიო დაცვა სხვადასხვა სურსათის ვადის გასახანგრძლივებლად.
ისრაელის სტარტაპი Liva Bio Protection Technologies მუშაობს ბიოდაცვით ტექნოლოგიაზე, რომელიც შექმნილია სხვადასხვა პროდუქტის შენახვის ვადის გასაგრძელებლად. Liva-ს ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპი არის ადამიანისათვის ხელსაყრელი ბაქტერიების ზრდის სტიმულირება, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება პროდუქტში ან მის შემოგარენში.
მათ აქვთ დაპატენტებული პრებიოტიკური ნაზავი, რომელიც ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანისთვის სასარგებლო ბაქტერიების ზრდისთვის და შესაბამისად აფერხებს პათოგენების ზრდას. მოცემული მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა სხვადასხვა სურსათის მიმართ როგორიცაა:პური, სხვადასხვა სახეობის ყველი, ავოკადო და სალათის ფოთოლი.
კომპანიის ვებ-გვერდი - https://www.liva.ag/
24/04/2024