ალტერნატიული ცილები ძირითადად მიიღება მცენარეული წყაროებისგან, მწერების ან ლაბორატორიული მეთოდით. კვლევები გვაჩვენებს,რომ ნუტრიციოლოგიური ღირებულება იდენტურია ცხოველურის, რაც ძალიან დადებითად აისახება პროდუქტის ბაზარზე სწორი პოზიციონირებისთვის.
გასტრონომიის განვითარებასთან ერთად სურსათის ინდუსტრიული ნაწილიც ადაპტირდება ცილის ინოვაციურ წყაროებთან. მიკროორგანიზმებისგან მიღებულ ფერმენტირებულ ცილებს აქვთ უდიდესი პოტენციალი საგრძნობლად გაზარდონ ალტერნატიული ცილების ბაზარი. პარალელურად ლაბორატორიულად გამოყვანილი ხორცი ინდუსტრიულ სახეს იღებს.
მთავარი მიზანი, თუ რატომ უნდა მივიღოთ ალტერნატიული ცილები, არის გარემოზე ზრუნვა. ეს ტენდენცია მოიცავს თანამედროვე გასტრონომიაში მდგრადი და გაცნობიერებული კვებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
სანიმუშო კომპანიები:
ODS PROTEIN
ODS Protein არის ესპანური სტარტაპი, რომელიც სპეციალიზირებულია ალტერნატიული ცილების ფერმენტაციის პროცესის მეშვეობით მიღებაში. ამ ცილებს აქვთ იდეალური მახასიათებლები და ტექსტურა, რაც მათ შესაფერისს ხდის, რომ სხვადასხვა საკვებ პროდუქტში ინგრედიენტებად გამოვიყენოთ.
პროდუქტის ფიზიკური მდგომარეობა არის ფხვიერი და ის სავსეა ყველა აუცილებელი ამინომჟავით. ის მიღებულია საფუარის დუღილის მეშვეობით, რაც წარმოების პროცესს მასშტაბურ და გათვლადს ხდის. გარდა ამისა, ცილა მიიღება სოკოებისგან, რაც მას ვეგანური დიეტებისთვის შესაფერისს ხდის. კომპანია ასევე ხაზს უსვამს მდგრად წარმოებას,კვების მრეწველობის ნარჩენების გამოყენებით და ბუნებრივი, ამოწურვადი რესურსების გამოყენების შემცირებით.
კომპანიის ვებ-გვერდი - https://odsprotein.com/#capacidades
FUNKI
ესტონური სტარტაპი - FUNKI გთავაზობთ ცილოვან პროდუქტებს, რომლებიც მიიღება მიკოპროტეინისგან, ცილებით მდიდარი სოკოსგან. ეს არის სოკოვანი მიცელიუმის ბიომასა, რომელიც წარმოიქმნება ფერმენტაციის შედეგად. ინგრედიენტების ეს არჩევანი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლები მიიღებენ ცილის ჯანსაღ წყაროს, რომელიც შეესაბამება ეკოლოგიურად სწორ არჩევანს.
FUNKI უზრუნველყოფს, რომ პროდუქტებმა შეინარჩუნონ სასიამოვნო გემო, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ მიკოპროტეინის ნუტრიციოლოგიური ღირებულების უპირატესობებით. ეს ბალანსი ჯანმრთელობას, მდგრადობასა და გემოს შორის პოზიციონირებს ცილოვანი პროდუქტების ბაზარზე.
კომპანიის ვებ-გვერდი - https://funki.ee/
02/05/2024