დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტენდენციის შესანარჩუნებლად არის მდგრადობა. მომხმარებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური კვალი და არჩევენ ისეთ კომპანიებს, რომელთაც ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც შესაძლებელია რომ მსოფლიო მასშტაბით დადებითი ცვლილებები განიცადოს ეკოლოგიურმა მდგომარეობამ, არის შეფუთვა.PPWR (Packaging & Packaging Waste Regulation) - არის რეგულაცია, რომელიც მოიცავს შესაფუთი მასალების უკეთეს მართვასა და ნარჩენების შემცირებას. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რას გულისხმობს PPWR, მისი გავლენა კომპანიებზე და როგორ შეუძლია ბიზნესს მოცემული რეგულაცია გამოიყენოს როგორც მარკეტინგული უპირატესობა.
თავდაპირველად გავიაზროთ რეგულაციის შინაარსი. PPWR მიზნად ისახავს შეფუთვასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას მდგრადობის ხელშეწყობით, გადამუშავების მაჩვენებლების გაზრდით და შეფუთვის ნარჩენების შემცირებით. მისი ფარგლები მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის შესაფუთი მასალების დიზაინს, წარმოებას, ეტიკეტირებას, შეგროვებასა და გადამუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული რეგულაციები შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის ან ქვეყნის მიხედვით, მთავარი მიზანი არის , რომ ხელი შეუწყოს უფრო მდგრად შეფუთვას.
ვადები: PPWR-ის ამოქმედებისა და განხორციელების ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის ჩვეულებრივ მოიცავს გარდამავალ პერიოდებს და ეტაპობრივ განხორციელებას. ბიზნესები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რეგიონალურ ვადებში, რათა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. PPWR-ის შესაბამის შეფუთვაზე გადასვლა მოითხოვს ფრთხილად დაგეგმვასა და შესრულებას, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა შეფუთვის ხელახალი დიზაინი, ინვესტიცია ახალ მასალებში და გადამუშავების ინფრასტრუქტურის განახლება. მიღწეული წინასწარი შეთანხმებით, დიდია მოლოდინი, რომ ეს ინოვაციური კანონმდებლობა ძალაში შევა 2024 წლის ბოლოსთვის.
ზეგავლენა კომპანიებზე: კომპანიებისთვის, PPWR-თან შესაბამისობა შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს: შესაბამისობის ხარჯები: საწყისი ინვესტიციები შეიძლება საჭირო გახდეს კვლევის, განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ,PPWR მოთხოვნების შესასრულებლად. რეპუტაცია და ბრენდის იმიჯი: PPWR რეგულაციების დაცვამ შეიძლება გააძლიეროს ბრენდის რეპუტაცია, როგორც ეკოლოგიურად პასუხისმგებელი, ხოლო შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი უკუკავშირი მომხმარებლის მხრიდან. კომპანიების ევროპულ ბაზარზე არსებობა:PPWR-თან შესაბამისობა გახდება გარკვეული ბაზრების ან სადისტრიბუციო არხებზე წვდომის წინაპირობა.
გარდამავალი პერიოდი შეფუთვების ინდუსტრიაში: PPWR-ის შესაბამის შეფუთვაზე გადასვლა მოიცავს რამდენიმე ძირითად საფეხურს: შეფასება: შეაფასეთ მიმდინარე შესაფუთი მასალები და მათი მენეჯმენტის პრაქტიკა ცვლილებებისთვის მოსამზადებლად.კვლევა და განვითარება: ინვესტიცია ალტერნატიული, მდგრადი შესაფუთი მასალების მოძიებაში. თანამშრომლობა: იმუშავეთ მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან და გადამუშავების ობიექტებთან მდგრადი მასალებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ცნობიერების ამაღლება და ტრენინგი: მოამზადეთ თანამშრომლები შეფუთვის ახალი მოთხოვნებისა და დამუშავების პროცედურების შესახებ. ტესტირება და სერტიფიცირება: შეამოწმეთ ახალი შესაფუთი მასალები შესაბამისობისთვის და მიიღეთ საჭირო სერთიფიკატები.
მდგრადობა: მიუხედავად იმისა, რომ PPWR-ის შესაბამის შეფუთვაზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები, ხაზგასასმელია,რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ინდუსტრიისთვისის. მოცემული რეგულაციის მიხედვით, კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ განახორციელონ ცვლილებები და დატოვონ ხანგრძლივი პოზიტიური კვალი ჩვენს პლანეტაზე.
რეგულაციის მთავარი მოთხოვნებია:
· ყველა შეფუთვა უნდა იყოს გადამუშავებადი;
· კომპანიებზე გაზრდილი პასუხისმგებლობა იქნება ეკოლოგიურად მოდულირებული, რაც ნიშნავს,რომ გადამუშავება საკმაოდ იაფი დაჯდება;
· მინიმუმამდე დავა ახალ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა (იგულისხმება მოპოვება);
· შეფუთვის კონსტრუქციაში უნდა იყოს გამოყენებული PCR(Post consumer recycled) მასალები;
· ერთჯერადი პლასტიკური შეფუთვები აიკრძალება;
· ახალი მიდგომების მოძებნა კომპოსტირების მიმართულებით;
· მასალების ხელახლა გამოყენების პრაქტიკის მდგრადი დანერგვა;
შეფუთვისა და შესაფუთი ნარჩენების რეგულაცია (PPWR) წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს უფრო მდგრადი მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მისი შედეგების გააზრებით, მოთხოვნების დაცვით და მდგრადობის გათვალისწინებით, ბრენდებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეასრულონ რეგულაციები, არამედ განვითარდნენ ეკოლოგიურად გაცნობიერებულ ბაზარზე. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიმუშაოთ ერთად, რათა შევქმნათ სამყარო, სადაც მდგრადობა არა მხოლოდ მიზანი,არამედ ცხოვრების წესია.
17/05/2024